პროკურატურა მზად არის, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ ციხიდან გათავისუფლდეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ის ბრალს აღიარებს, თუმცა, როგორც ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია, შესაბამისად, ისინი უარს ამბობენ ამ შეთავაზებაზე:
„მზია ამაღლობელის პოზიცია ყველასათვის ცნობილია. ის არასდროს აღიარებს იმას, რაც არ ჩაუდენია. საპროცესო შეთანხმება არ ყოფილა ახალი შეთავაზება, სულ მოითხოვს ხელისუფლება, რომ მზიამ აღიაროს დანაშაული და ბოდიში მოიხადოს. ეს რა თქმა უნდა არ მოხდება“ – ამბობს მაია მწარიაშვილი.
		დაწერე კომენტარი
		
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

                        