ბოლო ამბები
04/11/2025

ელენე ხოშტარიას და მისი პარტიის ანგარიშები დაყადაღდა

გაზიარება

ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ელენე ხოშტარიას და მისი პარტიის ანგარიშები დაყადაღდა. ამის შესახებ ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ფინანსები საიმედო ადგილზე ჰქონდა შენახული, შესაბამისად, მისი ანგარიშიდან მხოლოდ 17 ლარი ჩამოიჭრა.

ხოშტარია ამბობს, რომ არაფრის გადახდას არ აპირებს.

“დამაყადაღენ,  მეც და “დროა”-ს ანგარიშებიც. ვაი თქვენს პატრონს! შემოწირულობები უსაფრთხო ადგილას მქონდა დაბინავებული, 17 ლარი მოიჭრა სულ. არ გადაგცდეთ ეგ 17 ლარი.
არასდროს, არცერთ ჯარიმას არ ეღირსებით ჩემგან, არცერთ დაკითხვაზე გამოცხადებას და არცერთ სასამართლო სხდომაზე მოსვლას.

ცეცხლი ოლიგარქიას

P.S.  წინა პოსტში მითითებულ ანგარიშზე აღარ ჩარიცხოთ, მადლობა”- წერს ელენე ხოშტარია.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა