თეა წულუკიანს საკუთარი გარეგნობის კომპლექსი აქვს”- განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა 22 ივლისს, ტვ პირველის გადაცემა “რეაქცია”-ში, როდესაც ისაუბრა წულუკიანის სარჩელზე მის წინააღმდეგ.
“თეა წულუკიანს საკუთარი გარეგნობის, საკუთარი მამისმ კომპლექსი აქვს, ყველაფრის კომპლექსი აქვს ამ ქალს და არაცნაირად მივხვდი, რომ სადღაც, ამ ქალს ვაჯობე, მე რომ ეს ქალი ასე ამოვაგდე, ეს “რკინის ქალი”, სადღაც ისეთ მაზოლზე დავაბიჯე, რომ გაასხა”– თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანი არ აპირებს რომ ბოდიში მოიხადოს ან წაშალოს ის პოსტი, რომელშიც ის მისი გარდაცვლილი მამის, ავთანდილ წულუკიანის მოსამართლეობის დროს, სასიკვდილო განაჩენების შესახებ გამოაქვეყნა.
ჟორჟოლიანი ამბობს, რომ პოსტის პირველწყარო ის არ არის და მანამდე, ეს ინფორმაცია ვიკიპედიაში გამოქვეყნდა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს