ბოლო ამბები
28/12/2025

ვიქტორია ბუკია 4 000 ლარით დაჯარიმდა

გაზიარება

ტვ პირველის წამყვანი ვიქტორია ბუკია 4000 ლარით დაჯარიმდა. დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა მიიღო. დოკუმენტი კი სახლში გაეგზავნა, რომელიც ვიკა ბუკიამ ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

ბუკიას მიმართ ბრალი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილს მოიცავს, რაც გულისხმობს:

„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა