ბათუმში დააკავეს თურქეთის მოქალაქე, 45 წლის კაცი, რომელსაც საკუთარი შვილის გაუპატიურებაში ედება ბრალი.
დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ცნობით, ბრალდებული მამაკაცი როგორც თურქეთში, ასევე, საქართველოში ყოფნისას საკუთარ შვილზე სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ი. ბრალდებულის სახით ბათუმში დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.
		დაწერე კომენტარი
		
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

                        