ბოლო ამბები
06/11/2025

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხილი და ბოსტნეული შეამოწმა (ვიდეო)

გაზიარება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ივლისის თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების რაოდენობა შეამოწმა. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, ყველა მაჩვენებელი  დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში.

  ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუშში, სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია.

გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის, ვასილ კვერნაძის განცხადებით,  საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით  ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა