ბოლო ამბები
14/10/2025

27-31 ივლისს, საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება 41 გრადუსამდე

გაზიარება

გარემოს ეროვნულის სააგენტოს ცნობით, 27-31 ივლისს, დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში, ხოლო 29-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარსა და მთაში ზოგან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება 38-41 გრადუსამდე.

მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო).

როგორც წესი, მაღალი ტემპერატურის დროს, სპეციალისტები მოუწოდებენ მოსახლეობას, რომ შუადღის საათებში მოერიდონ გარეთ გასვლას, მიიღონ დიდი რაოდენობით წყალი.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა