ბოლო ამბები
09/10/2025

ჩემი მეუღლე, ლუკა კურტანიძე არ არის მოძალადე – სოფია მეფარიშვილი (ვიდეო)

გაზიარება

ლუკა კურტანიძის ამჟამინდელი მეუღლე სოფო მეფარიშვილი, ეხმიანება ოცდაშვიდ ივლისს, ქობულეთში მომხდარ ინციდენტს, როდესაც ლუკა კურტანიძე და მისი ყოფილი ცოლი ხათუნა მიქაცაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რა დროსაც კურტანიძე პოლიციამ დააკავა.

“ჩემი მეუღლე, ლუკა კურტანიძე არ არის მოძალადე!

აღნიშნული ქალბატონი, მაშინ, როცა მას დამცავი ორდერი ჰქონდა გამოწერილი – რეკავდა ოლიმპიურ კომიტეტში და ცდილობდა შეელახა მისი პატივი და ღირსება.
უკვეთავდა სტატიებს ჩემზე და ჩემს მეუღლეზე

ორჯერ ჩალეწა ლუკა კურტანიძის ქობულეთში მდებარე ქონება და პოლიციისგან იყო გაფრთხილებული!

დადიოდა ჩემს უნივერსიტეტში და იკვლევდა ჩემი ნიშნების ფურცლებსა და დასწრებულ დროებს !

უყურებდა ჩემს ლაივ სტრიმებს და ჭრიდა ფოტოსურათებს !

რეკავდა ლუკასთან დაახლოებულ ჟურნალისტებთან შემაკავებელი ორდერის გამოცემის დროს და ულახავდა პატივსა და ღირსებას!

მიგზავნიდა სხვადასხვა ქალებს გაეგო მასზე პირადი ინფორმაციები

უვარდებოდა ლუკას მეზობლებს და ემუქრებოდა ეჩივლათ მისთვის პოლიციაში!

ყოველთვის დგამდა სპეკტაკლებს რადგან იცოდა ლუკა ალალი გულის ადამიანი იყო.

დააკარგინა თანამდებობები

უსმენდა ლუკა კურტანიძის შვილებს და თქვენ კიდევ იძახით რომ ჩემი მეუღლეა მოძალადე? – წერს სოფო მეფარიშვილი.

რაც ეხება კურტანიძის ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძის თქმით, ლუკა კურტანიძე მის მიმართ გამუდმებით ძალადობდა.

დაწერე კომენტარი

სხვა ამბების წაკითხვა