ხატია დეკანოიძემ უკრაინის პოლიცია რასაც დაამსგავსა, ამას კარგად ვხედავთ. ვხედავთ, უკრაინაში როგორიცაა კორუფციის დონე, პრეზიდენტმა ერთი პატარა მოძრაობა გადაწყვიტა და იქვე თავს დაესხნენ, კორუფციასთან ბრძოლა არ შეწყვიტოო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხატია დეკანოიძის შედეგები უკრაინის პოლიციის მდგომარეობაზეა ასახული.
„შეგახსენებთ, რომ ხატია დეკანოიძე ის ადამიანია, რომელმაც ქართული პასპორტი დახია, ფაქტობრივად, ქართველებს მოგვიგდო, რადგან უკრაინაში სამსახური უნდოდა. როგორც ჩანს, იქაც იგივე ნირი გამოიჩინა, როგორც საქართველოში და იქიდანაც უკან პირდაპირი რეისით დაგვიბრუნეს. შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. ადამიანი თავად ამბობს, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. ის არც მალავს, რომ უკრაინის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, რომლებიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვით არეულობას აწყობდნენ. საკუთარი თავის მამხილებელია უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების თანამშრომლობასთან დაკავშირებით. თავად ამბობს, რომ მეგობრული კავშირები აქვს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს