მილიონერ ელდარ კურტანიძის შვილები არიან სოციალურად დაუცველები და მათზე სახელმწიფო ზრუნავს”– განაცხადა ლუკა კურტანიძის ყოფილმა მეუღლე ხათუნა მიქაცაძემ ტელეკომპანია “ფორმულის” ეთერში.
ხათუნა მიქაცაძე საუბრობს კურტანიძის მეორე ქორწინებიდან შეძენილ 2 შვილზე, რომლებიც, მისი ინფორმაციით, სოციალურად უკიდურესად გაჭირვებულები არიან. მიქაცაძის თქმით ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ნებართვა, ოჯახიდან აქვს.
“გარდა 4 შვილისა, რომელიც მას ჰყავს პირველი ქორწინებიდან, ჰყავს მეორე მეუღლე, ქალბატონი ქეთევანი, ღირსეული დედა, ულამაზესი, უკარგესი, კარგად აღზრდილი ორი შვილით, რომლებიც, დღეს, სოციალურად დაუცველები არიან და არიან გაუსაძლის პირობებში.
ელდარ კურტანიძისგან ჩემ მიმართ აგრესია გაასმაგდა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მე მის შვილებს, ვაჩუქე ბორჯომში, საკუთარი წილიდან, საცხოვრებელი, კონკრეტული წილი და მას შემდეგ უფრო მეტად გაგიჟდა, როდესაც გაიგო, რომ მისი შვილები უნდა ჩამეყვანა ქობულეთში.
სხვათა შორის, მისმა ახლანდელმა მეუღლემ დაურეკა ქალბატონ ქეთევანს და უთხრა, სადაც ცხოვრობ, იქიდანაც გაგაგდებ, ქობულეთში ჩასული არ დაგინახოო და ქალბატონ ქეთევანს (ლუკა კურტანიძის მეორე მეუღლეს) ამაზე დაწერილი აქვს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროში.”– განაცხადა ხათუნა მიქაცაძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს