23/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›პოლიტიკა

მინდა გითხრათ, რომ 5 ოქტომბერს იმედგაცრუება რაც იქნება, ეს იქნება მთლიანად იმათ კისერზე, ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებს უწოდებს

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, არმაზ ახვლედიანმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „დღის ამბები“ 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სახელგატეხილი ხალხის მოწოდებით საქმე ვერ გამოვა“.

მან მოსალოდნელ იმედგაცრუებაზეც ისაუბრა და პასუხისმგებლობა მათზე გადაიტანა, ვინც 4 ოქტომბრის არჩევნებს აღიარებს.

„მინდა გითხრათ, რომ 5 ოქტომბერს იმედგაცრუება რაც იქნება, ეს იქნება მთლიანად იმათ კისერზე, ვინც 4 ოქტომბერს არჩევნებს უწოდებს. ვინც მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბერი არის არჩევნები. რეჟიმის სატელიტობა სირცხვილია. მეორეს მხრივ, ის რომ 4 ოქტომბერს ვიწყებთ და ვასრულებთ რევოლუციას, ესეც არის რაღაც ისეთი, რასაც სჭირდება დაზუსტება და რაც ბევრჯერ მითქვამს. 4 ოქტომბრის მომწოდებლებზე ვამბობ, რომ ცოტა ერთმანეთში მიმოიხედეთ, ვინ მოგვიწოდებს. სახელგატეხილი ხალხის მოწოდებით საქმე ვერ გამოვა. ვინმეს ეს თუ არ მოსწონს, ცივი წყალი დალიოს, მაგრამ ჩვენ, ქართველ ხალხს თავი გაგვანებოს, რომელსაც ამოუვიდა ყელში მათი ბოგინი საქართველოში“-განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.