შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა – კელი დეგნანი მაია ცქიტიშვილთან შეხვედრის შესახებ

558
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ამერიკის ელჩი საქართველოში ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს შეხვდა. კელი დეგნანრმა შეხვედრას შესანიშნავი უწოდა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა, ძალზედ ინფორმატიული. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სამუშაოს მოცულობამ, რაც ხორციელდება იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს საქართველოს მოსახლეობის ცხოვრება, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა ინიციატივებით, რომელთა მიზანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს კი მოიტანს უფრო მეტ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და გააძლიერებს როგორც რეგიონებს, ასევე ქალაქებს. მართლაც არაჩვეულებრივი შეხვედრა იყო და მოუთმენლად ველი,რომ მომავალში გვექნება შესაძლებლობა ვისაუბრით USAID-ის პროგრამებზე, როგორიცაა მაგალითად კარგი მმართველობის ინიციატივა. ამ პროგრამის მიზანია ადგილობრივი თემების გაძლიერება და ეკონომიკის განვითარება ადგილობრივ დონეზე უფრო გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით. ჩვენ უკვე ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და კიდევ ბევრი სფეროა, სადაც შეგვიძლია თანამშრომლობა,“ – აღნიშნა კელი დეგნანმა შეხვედრის შემდეგ

თქვენი კომენტარი?
IMG.GE