თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს, – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თინა ხიდაშელის ბრალდებებთან დაკავშირებით განუცხადა.
„თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს. რაც შეეხება სპეკულაციებს, იგივე, ვიზიტის თემით, იმ ვიზიტში მონაწილეობდნენ ასევე სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერები, თუმცა, იქ თინა ხიდაშელებს არ დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით და არც საერთაშორისო თინა ხიდაშელებს დაუწყიათ სპეკულირება ამ თემით. ეს არის სამარცხვინო ღალატი, რომელსაც უცხოური გავლენის აგენტები სჩადიან მრავალი წელია“, – განაცხადა პრემიერმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

