რუსეთი არ აპირებს გააუქმოს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარების გადაწყვეტილება, მეტიც, ისინი მიიჩნევენ რომ ეს არარეალურია. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსულ გამოცემა “იზვესტია”-ს განუცხადეს.
მათივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიურ-პოლიტიკური ურთიერთობების აღსადგენად არანაირი პირობები არ არსებობს.
„თბილისი ინარჩუნებს (ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ) სააკაშვილის რეჟიმის მიერ გამოთქმულ პოზიციას, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დაკავშირებულია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმასთან .
ეს მოთხოვნა საზიანოა თავად საქართველოსთვის და არარეალურია. მოსკოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რესპუბლიკების სახელმწიფოებრიობის აღიარების გადაწყვეტილებები შეუქცევადია. „ რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის განახლებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს “, – განუცხადეს სამინისტროში გაზეთ „იზვესტიას “ .
შეგახსენებთ, ქართული მხარის პოზიციაა, რომ ირუჰსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს მხოლოდ მას შემდეგ აღადგენენ, რაც მოხდება ტერიტორიების დეოკუპაცია.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

