კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისთვის მთავრობამ სპეციალური ვებგვერდი შექმნა

389
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მთავრობისა და სახელმწიფოს სტრუქტურების  ყველა ერთეული სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ნებისმიერი გამოწვევას გაუმკლავდეს კორონავირუსთან მიმართებაში, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ – მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები ყოველდღიურად მიმდინარეობს და თითოეული უწყება წარმოადგენს მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას და იმ კონკრეტულ ღონისძიებებს, რომლებსაც ისინი ატარებენ

„მსურს ხაზი გავუსვა, რომ მთავრობა  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება გატარებული ღონისძიებებისა და პრევენციული მოქმედებების შესახებ.

 ასევე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, დამატებით შეიქმნა სპეციალური ვებ გვერდი, stopcov.ge ,  რაც ნიშნავს შევაჩეროთ კორონავირუსი. აქ განთავსდება ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიებების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, ასევე – რეკომენდაციები, რომელიც არის  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან და საქართველოს ჯანდაცვის სისტემიდან.  მოქალაქეებს ცოცხალ რეჟიმში ექნებათ საშუალება, თვალი ადევნონ, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით“, –  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

თქვენი კომენტარი?