ნამდვილად ქაჯობაა ამ გაგანია ეპიდემიის დროს იტალიაში წასვლა და დაბრუნებულზე გარეთ ბოდიალი – მედეა შაფათავა

678
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მსახიობ იუნა შაფათავას ტყუპისცალი, მედეა შაფათავა კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

“ნამდვილად არ ვარ ისტერიჩკა და ვიცი რომ გვირგვინა მალე ჩაქრება, მაგრამ ნამდვილად ქაჯობაა ამ გაგანია ეპიდემიის დროს იტალიაში წასვლა და დაბრუნებულზე გარეთ ბოდიალი.

არსებობს მედიცინაში:

1. ვირუსით ინფიცირებული(ვინც ავადაა)

2. მატარებელი (ვინც ავად არაა და მხოლოდ მოსიარულე გადამდებია)

3. ეს მთლად ქაჯებისთვის და ბნელებისთვის: საინკუბაციო პერიოდი, ანუ როცა ჩანასახშია ორგანიზმში დაავადება და დაავადების შინაგანი-გარეგანი ნიშნები ჯერ არ გამოვლენილა! ამ პერიოდის დროსაც ხდება გარშემომყოფთა ინფიცირება!

იწერება, რომ ჩამობრძანებულები კარანტინსაც არ კადრულობენ. ეს მთლად რეგვენობაა. შენ არ გადარდებს და მეზობელი, თანამშრომელი, ოჯახის წევრები დაინდე. არაა ეს დედააფეთქებული ეპიდემია, იმუშავა მთავრობამ 24/7 რომ ავარიდოთ ეპიდემიას თავი რამენაირად და ძალით გვერჩი?

ესეც პატრიოტიზმის თემაა. როცა ჯანდაცვას, მებაჟეებს, ინფექციურს ზეადამიანური ძალისხმევა დასჭირდა და კვლავაც სჭირდება რომ ეპიდემიას თავი აარიდოს ქვეყანამ, რამდენიმე ქაჯმა და გოიმმა (არა ბიჭოს, მოგერიდებით და მოგეფერებით) ძალით ეპიდემიური ფონი უნდა შექმნან შეუგნებლობით.

და ბოლოს: 27-ში ჩემს ტყუპთან ვაპირებდი გაფრენას (დაბ დღე გვაქვს), გიჟივით ენატრება მაშა. სოფიკოც ამერიკაშია და სასწაულ reunion event-ს ვგეგმავდით მაგარ ადგილას, რადგან ცხოვრებამ მოიტანა, რომ სამივე და ერთდროულად ვერ ვიკრიბებით!! სამ წელიწადზე მეტია, ბავშვი არ უნახავს იუნას. ვიფიქრე რომ ძალით რამე არ ავკიდო ბავშვს, მშობლებს (დაბრუნებულზე ამხელა გზიდან) ავიღე და გადავდე!

თუ გგონიათ ფინანსური შესაძლებლობა არ მაქვს და ან ფრენის მეშინია და ან ჩემი დები არ მენატრება/ვენატრები?!

გოიმობა ლილოს ზმანის ჩაცმაში არაა, გოიმობა უდროო დროს ტყლარჭვა და ძალით “მოგზაურობაა”. დაეტიეთ და გადავიტანოთ ღირსეულად და სუფთად ეს პერიოდი. ისედაც გლიჯა უკვე ტურიზმს, სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ. და დომინოს ეფექტით ყველაფერზე იგრძნობთ მალე! დაზოგეთ ფული!”– წერს მედეა შაფათავა.

თქვენი კომენტარი?