ბოლო ამბები
01/04/2026

დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ.. მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად – ზურაბ შევარდნაძე

გარდენია შევარდნაძე
გაზიარება

“გარდენია შევარდნაძის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ზურაბ შევარდნაძე ეხმიანება მის მიმართ, ბოლო დღეებში გაჟღერებულ ბრალდებას და კრიტიკას.

“დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ.. მზად ვარ ლანძღვის, შეურაცხყოფის, გინების, წყევლის ასატანად.

იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კიარა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუკი გეწყიინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ, დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არცერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა….

გაზაფხულია, ნეტავკი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხული საჩვენო ამინდია.. სპეცოპერაცია “მადონა” რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია. დაწერეთ, დაწერეთ..”- წერს შევარდნაძე.

ამ თემაზე:

სხვა ამბების წაკითხვა