ხელისუფლება ვალდებულია განმარტება გააკეთოს, თუ რას ნიშნავდა ეს სატელეფონო ზარი ამერიკიდან და ის თვითმფრინავი, რომელიც არაერთი ყოფილა, რა თქმა უნდა, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს თვითმფრინავი ტორტებით და ბამბებით სავსე არ ყოფილა” – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა 2 აპრილს, ტელე-რადიოკომპანია “ჯორჯიან-თაიმსი”-ს გადაცემა “რეალურ აქცენტებში” სტუმრობისას, როდესაც კომენტარი გააკეთა რამდენიმე დღის წინ, ამერიკის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სატელეფონო ზარზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და თბილისში, ამერიკის სამხედრო-სატვირთო თვითმფინავის დაჯდომასთან დაკავშირებით.
მაია ნიკოლეიშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მახლობლობლად, ირანში, ამერიკას ომი აქვს და ამ დროს, სახელმწიფო მდივანი რეკავს თბილისში და ჯდება ამერიკის სამხედრო-სატვირთო ბოინგი, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს, თუ რა ხდება.
“სირაქლემას პოზაში რატომ უნდა დავდგეთ? ბამბით სავსე ნამდვილად არ იქნებოდა ის თვითმფრინავი. დაჯდომა და აფრენა ნიშნავს, რომ შენ ამ ქსელში ხარ. ჩვენ ხშირად ვიწყნარებთ თავს, რომ ეს თვითმფინავი აქამდეც იყო, მე, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს ბოინგები, რომელიც სააკაშვილის დროს თბილისის აეროპორტში ძალიან ხშირად ჯდებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ცხელი ომი მიდის ირანში, ჩემი აზრით ეს უნდა შეწყდეს /იგულისხმება ამერიკული სამხედრო-სატვირთო თვითმრინავის მიერ თბილისის გამოყენება/ეს იწვევს ეჭვს და შიშს, რომ ხელისუფლებამ არ მოახდინოს რაიმე ტიპის შეთანხმება, ღმერთმა დაიფაროს, რომ ეს ვინმემ გაიფიქროს და გაბედოს, ქართველი საზოგადოების ზურგს უკან, როდესაც ამდენი მადლობა აქვთ მიღებული მშვიდობისთვის.
ეს არ შეიძლება, დაუშვებელია, ეს მართლა ჩათრევა იქნება. მე მოვისმინე, რომ ირანი პირდაპირ ემუქრება ამერიკას, რომ გაანადგურებს ყველა მსხვილ და წამყვან ამერიკულ კომპანიას, რომელიც ახლო-აღმოსავლეთში იქნება და სადაც მიწვდებიან – მაკდონალდსები გვაქვს, ამერიკის საელჩო გვაქვს, რაც საჭიროა გვაქვს, აქედან გამომდინარე, ეს საფრთხეები არსებობს და ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ”- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


