ეკა ბესელია ვარაუდობს, რომ ირაკლი კობახიძე მალე დატოვებს თანამდებობას. ამის შესახებ მან ტვ “პირველი”-ს ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამის თქმის საფუძველს აძლევს ბოლო დროის მოვლენები, ასევე გარკვეული ინფორმაციები, რაც აქვს, თუმცა, თავს შეიკავებს საჯაროდ საუბრისგან.
“არ მგონია, კობახიძე დიდხანს დარჩეს პრემიერის პოზიციაზე”- თქვა ეკა ბესელიამ, რა დროსაც წამყვანმა ჰკითხა, თუ რა აძლევს ამის საფუძველს, რაზეც ბესელიამ უპასუხა:
“ბევრი რამ და ვნახოთ, მათ შორის ანალიზი და ინფორმაციებიც, რასაც ჩემთვის დავიტოვებ, ვერ გაგიზიარებთ უფრო ღრმად ამ ინფორმაციებს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენები და გარკვეული ინფორმაციები მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ არ მგონია, ირაკლი კობახიძე დიდხანს დატოვოს ივანიშვილმა”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


