ბოლო ამბები
17/05/2026

“ოცნება”, აი ეს ქალი ძალიან მალე გასაშვები გეყოლებათ! – დავით ქანთარია

გაზიარება

ეკონომისტი, ფოთის ყოფილი მერი დავით ქანთარია, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს აკრიტიკებს და ეხმიანება მის კომენტარს, რომელიც რუსეთთან ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით გააკეთა:

“ზოგადად არ მიყვარს და სულ რამდენჯერმე თუ მომინიშნავს ადრესატი უწყება , როდესაც ვწერ ახალ შენიშვნას რომელიმე მინისტრზე ან თუნდაც მაშინდელ პრემიერზე….
და საბოლოოდ აღმოვჩნდი 100 % ით მართალი !!!

“ოცნება”, აი ეს ქალი ძალიან მალე გასაშვები გეყოლებათ ! რატომ?

1. მან ვერ დაალაგა ვერანაირი ურთიერთობა მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანასთან.
( საგარეო კურსი . თავიდანვე ჩააფლავეს რესპუბლიკელებმა.)

2. არ არის პროფესიონალი დიპლომატი. (მსგავს განცხადებას ოდნავ სხვანაირად ამბობენ)

3. მან არ იცის ბოლო არჩევნები რა პოლიტორიენტაციის ელექტორატის ხარჯზე მოიგო პარტიამ.

4. ის სიამოვნებით დათანხმდებოდა ყველა იმ სანქცია, რაც წაუყენეს რუსეთს და რასაც თხოვდნენ საქართველოს!
(ეტყობა სერიოზულ წინააღმდეგობას გადააწყდა მაშინ გუნდში და ქვეყანა ომში არ გაეხვა)

5. მან არ იცის სავაჭრო ბალანსი რუსეთთან, არ იცის ფულადი გზავილების შესახებ. არ იცის მიგრანტების რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ქვეყანაში.

6. მან არ იცის, ფაშინიანის, ალიევის, ევროპის ზოგიერთი დიდი სახელმწიფოს ლიდერების ყოველდღიური ვიზიტები და კავშირის შესახებ რუსებთან.მინდა იცოდეს:

ის დღეს მინისტრი არის იმიტომ , რომ პარტიის მიერ მიღებული ხმების 80% არის ის ადამიანები ,მათ შორის აფხაზეთიდან დევნილები , ვისაც აწყობთ და უნდათ სასწრაფოდ დაწყებულიყო მოლაპარაკება რუსეთთან, ტერიტორიების დაბრუნების მიზნით

მინდა იცოდეს, რომ არანაირ ” ზანგეზურზე ” გაფაჩუნებაც არ იქნებოდა, დღეს ჩვენ თუნდაც ვიწყებდეთ საუბარს რკინიგზის გახსნაზე! თქვენ რა გგონიათ ამას საერთოდ ვინმე დაელაპარაკება?

ან ერთ საათში მოახდენს დეოკუპაციას რუსეთი? თუ საუბარი არ დაიწყე რაღაცით მაინც! მსგავს განცხადებაზე , სომეხთა და აზერთა ლიდერები როგორ ჩაიყვანა ყურით კი (დავინახეთ ყველამ. ლარსის ერთ თვიანი გადაკეტვა მოხდა მხოლოდ მათი ტრანსპორტისთვის)

ვისკენ გააგორა ახლა კოჭი, აკაცუკებისკენ თუ ევროპასთან ალაგებს?

დიახ ოკუპანტია რუსეთი. დიახ ღორია . მაგრამ გელოდება, ლაპარაკი უნდა და როდესაც ჩუმად ხარ და მის მესიჯს ასე პასუხობ.

ის სამაგიეროს რაღაცით გიხდის ხოლმე და არ მინდა ახლა ერთიდაიგივეს მოყოლა აქ ცხრაჯერ.

ჯერ კიდევ მინდა დავიჯერო მარტომ ჩამოაყალიბა ეს აზრი, მაგრამ როგორ ვჭამო? როცა წეღან შემწვარი სოფლის წიწილი არ მიჭამია”– წერს დავით ქანთარია.

სხვა ამბების წაკითხვა