მე მგონია, რომ არსებულ ოპოზიციას არ აქვს შანსი აჩვენოს 70%-იანი ან 80%-იანი მხარდაჭერა. ეს სახეები საამისოდ მე გაფუჭებულები მგონია.“- წერს აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში.
“იმდენი შეცდომა, იმდენი ტყუილი, იმდენი ოცნებისთვის სასარგებლო საქმე გაკეთდა ამ 14 წელში, ასე საერთო ეროვნულ და სახალხო მოძრაობას ვეღარავინ მოქოქავს. კი, ახალი ხალხია საჭირო მკაფიო იდეით, გაწერილი გეგმით და ამ გეგმაზე მიყოლით.
იდეა და მესიჯები უნდა იყოს მკაფიო, რისთვის ვიბრძვით და ვისით ვცვლით ოცნებას. ბოლო წლებში ხშირად იცვლებოდა მთავარი მამოძრავებელი მესიჯი. 2023-ში თუ ევროკავშირში გაწევრიანება იყო მთავარი, 2024-დან წინა ფლაგზე ქვეყნის დამოუკიდებლობამ და თავისუფლებამ წამოიწია.
მე ბევრ სახეს ვცემ პატივს ოპოზიციაში, ბევრი ახალგაზრდა მეიმედება, მაგრამ ისინი ადგილს იქ მონახავენ, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა შეიქმნება. იმ ახალ ძალაში ლიდერი ან ლიდერები უნდა იყვნენ მართლა წესიერი კაცები და ქალები, რადგან სტანდარტი ძალიან მაღალზეა აწეული ამ ველური პროპაგანდის პირობებში.
კაცი, რომელიც იგინება, რომელიც ხალხს შეურაცხყოფას აყენებს, ზემოდან უყურებს, არაეროვნულ კაცად ჩანს და სულ გარე დახმარებაზე ამყარებს მთელს იმედებს, ქართველების 70-80%-ს არ მოეწონება.
სხვა შინაარსის გამხმოვანებელი ხალხია საჭირო. ამისწინ მეუბნებოდნენ, აბა რა გინდა, კოსტავასავით ლაპარაკობდნენ დღევანდელი პოლიტოკოსებიო? კი მეც მინდა, რომ მერაბისავით საუბროდეს ეს ლიდერი/ლიდერები და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობასაც ეგ მოეწონება.
პატრიარქალურ საზოგადოებაში ძირითადად ასეთ ლიდერად კაცს მიიღებენ. ამ ხალხს თან ბევრი უნდა ჰქონდეთ გაღებული ქვეყნისთვის და თან პოლიტიკაში ახლები უნდა იყვნენ. გუნდი უნდა შემოიკრიბონ სუპერ პროფესიონალების, სამთავრობო გუნდის კონტურები უნდა იყოს მკაფიო. ვისათან მივლენ ჯანდაცვაზე, ვისთან მივლენ განათლებაზე და ა.შ
მე მთელი ჩემი რესურსით ამ პროცესს მხარს დავუჭერ, რადგან ეს მგონია გამარჯვების ფორმულა. როცა ვამბობ 70%-80% მხარდაჭერას, აქ ვგულისხმობ სახალხო ევოლუციას და გარდატეხას, რომელიც ხელისუფლების უპირობო ცვლილებას ნიშნავს. არ იგულისხმება აქ აპრიორში არჩევნები. ისე, არჩევნები 99% არჩევნების დღემდეა ხოლმე მოგებული. როცა ამხელა მხარდაჭერა და ლიდერი იარსებებს, რევოლუციაც გამოვა.
მე ხშირად ველაპარაკები იმ ხალხს, ვინც აქცებზე იდგნენ და ახლა უიმედოდ არიან, მათ სჭირდებათ იმედი, მათ სჭირდებათ ახალი ლიდერი. სოფელშიც ყველა ამ ცვლილებაზე და ჰაბიტუსით სანდო და ეროვნული კაცის გამოჩენის საჭიროებაზე საუბრობდა. ბაბლი ამას არ აღიარებს, მაგრამ ფაქტი არ იცვლება.
ახლა ვიცი, შემომესევით, მაგრამ უკვე დავიღალე იმის ართქმით, რასაც ვფიქრობ.”- წერს მაგდა მამუკაშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს


