ჩვენ ვერ დავუშვებთ 2012 წლამდე პეერიოდის დაბრუნებას სასამართლო სისტემაში, როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები, გამოიყეენებოდა რეპრესიებისთვის და თუ ვინმეს, ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც დასეირნობს უკრაინაში და ევროპაში, ამ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ”- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის სახელმწიდო დეპარტამენტის მიეერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.
“ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ეს არის მთავარი, მათ მხარეს არ არის სიმართლე. დაგველაპარაკონ წესებით, ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით, ჩენი ვიდგებით ორ ფეხზე, დავიცავთ ჩვენ სუვერენიტეტს და ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას ყველა მიმართულებით, ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ 5 აპრილს, გადაცემაში “იმედი ლაივ”.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს