ბოლო ამბები
12/08/2026

ბიძინა ივანიშვილი : “თუ ყველაფერი იდეალურად წავა, რუსულ ბაზარზე წლევანდელი მოსავალიც მოხვდება”

რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენას ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავიწყებთ , – ამის შესახებ კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან გუშინდელ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, “თუ ყველაფერი იდეალურად წავა”, რუსულ ბაზარზე წლევანდელი მოსავალიც მოხვდება.

“რუსეთში 10 წელია არ ვყოფილვარ, ქონებაც საბოლოოდ გავყიდე, მაგრამ მუდამ ვაცხადებდი და ახლაც ვიმეორებ, მწამს, რომ ძალიან სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები. მე მგონი, რუსეთსაც არ აწყობს არსებული ურთიერთობები. ეს ყველაფერი ჩიხში შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყოველგვარი წინაპირობების გარეშე დავიწყებთ კულტრული და სავაჭრო ურთიერთობების აღდენას. დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგს მივიღებთ. თუ ყველაფერი განვითარდა იდეალურად, შესაძლებელია წლევანდელი მოსავლის – ციტრუსის გატანაც მოვახერხოთ, თუმცა, ვერანაირ გარანტიებს ვერ მოგცემთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების აღდგენას, “ქართული ოცნების” ლიდერის აზრით, ეს მარტივი და ხანმოკლე პროცესი არ იქნება.
გარდა ამისა, ივანიშვილმა რუსეთში საკუთარი ბიზნესის ისტორიაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან შექმნა პრეცედენტი იმისა, რომ მოსკოვში სუფთა ხელებით ბიზნესის კეთება შეიძლება.

სხვა ამბების წაკითხვა