12/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›სამართალი

ბრალი შეუმსუბუქდა არასრულწლოვანს, რომელმაც აუცილებელი მოგერიების დროს მოძალადე მამაკაცი მოკლა

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

საქართველოს პროკურატურამ ქალაქ რუსთავში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ არასრულწლოვანს ახლად გამოვლენილი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება შეუმსუბუქა.

განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს:

“საქმე ეხება 2026 წლის 5 ივნისს, ქალაქ რუსთავში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ჩადენილ მკვლელობას,რა დროსაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოკლა უცხო ქვეყნის მოქალაქე.

სამართალდამცავებმა არასრულწლოვანი იმავე დღეს დააკავეს და მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა) წარედგინა,რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა, სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, ბრალდების მხარემ არასრულწლოვანს წარდგენილი ბრალდება შეუმსუბუქა და ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლით (მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავდროულად, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, ბრალდებულისთვის შეფარდებული პატიმრობის უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე.”- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.