12/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

პრემიერის თქმით, ციხეს დატოვებს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ყველა ის პირი, ვინც დანაშაულს მოინანიებს

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ჩვენი გზავნილი არის ის, რომ თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს ის დანაშაული, რომელიც მათ აქვთ თავის დროზე ჩადენილი, ვგულისხმობ ძალადობას, რომელსაც იყენებდნენ აქციების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს პოზიცია ძალაში რჩება.

„შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ შესაბამის ზომებს, როდესაც კონკრეტული პირები მიმართავენ შესაბამის უწყებებს საკუთარი განცხადებებით. ეს ჩვენი პოზიცია არის ძალაში. როდესაც, ამ რადიკალებს, უცხოურ აგენტურას არ უხარია ადამიანების გარეთ გამოსვლა, მათ მიერ საპატიმროების დატოვება, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა არის მათი რეალური მიზანი. მათი ერთადერთი მიზანია რადიკალიზაცია, პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად გაღვივება. ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი“, – განაცხადა პრემიერმა.