ლუკა კურტანიძე მამუკა მდინარაძეს უპირისპირდება და პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“მე, მამუკა მდინარაძეს თანამედროვე პავლიკა მოროზოვად აღვიქვამ!ამას პირადად გეტყვი!
რაც მომიწყე და რაც განახორციელე, ის ბუმერანგი უბრალოდ მაგ გასიებულ უკუღმართ თავში დაგიბრუნდა! შენ არასდროს არ ყოფილხარ ქართული ოცნების მებრძოლი! შენ შემოიპარე ქართულ ოცნებაში და ის გააკეთე რასაც შემოპარული არსებები აკეთებენ!
არაუშავს გამოვასწორებთ! ერთხელ ჩემს ძმას, სოსო ჯაჭვლიანს ჰკითხეს, მიდიხართ ქართული ოცნებიდანო?! იცი სოსომ როდის გასცა პასუხი ყველას?! როცა სიკვდილს ებრძოდა და გარდაცვალებამდე რამოდენიმე დღით ადრე მითხრა – ლუკა, ერისკაცს ბოლომდე გვერდში უნდა დავუდგეთო!
კარდაკარაც რომ დაგვჭირდეს სიარული უნდა ვიაროთო! ეს სიტყვები სიკვდილთან მებრძოლმა სოსო ჯაჭვლიანმა მითხრა! აი ასეთი ერთგულება ვიცით ჩვენ გენერალო…თუნდაც გვტკიოდეს, თუნდაც ვკვდებოდეთ, თუნდაც იქ, ციხეში ვიტაჯებოდეთ სადაც შენ გაგვამწესე…
ჩვენ ერთგულებით საქართველოსთვის ბრძოლაში არ დავიღლებით! არცერთი ერთგული მეომარი არ დაიღლება! პირად ტკივილზე მაღლა დავდგებით! მე კი ეს მაგალითი სოსო ჯაჭვლიანმა დამიტოვა 2024 წლის 6 იანვარს ბოლო შეხვედრისას! ჩვენ ასეთი ერთგულება ვიცით გენერალო….
უკაცრავად მამუკა! შენ დაიღალე და მოგენატრა შვილები, ოჯახი… მე კი ასე გავიზარდე, ნამდვილი გენერლები არასოდეს არ იღლებიან!! სიკვდილის შემდეგაც! ეს კარგად დაიმახსოვრე მამუკა!
იმედია ოდესმე შეგხვდები, რომ სრულად გითხრა რასაც იმსახურებ, იცის უფალმა ღმერთმა როგორ მტკივა ყველა ჩემი თანამებრძოლის ტკივილი… მე არ მაინტერესებს ვინ სად შეცდა, ან რა შეცდომა დაუშვა… მე ვიცი ერთი მთავარი, როცა ომში ვიყავით ნაც.რეჟიმის წინააღმდეგ ერისკაცის ლიდერობით, მაშინ თითოეული მათგანი სიცოცხლის ფასად იბრძოდა და ერთიმეორის იმედით გაიმარჯვა საქართველომ!
ახლა კი, ვინც განსაცდელშია, თითოეული მათგანის განცდა, ტკივილი, ჩემი ტკივილიცაა… ვინც კი გადაიტანა, მათიც მტკივა… რადგან ვიცი, იქ,ციხეში ყოფნა რამხელა დარდი და ტკივილია!!!
ბოლოს კი ყველას ერთობისკენ მოგიწოდებთ, რადგან ჩვენი მოწინაღმდეგე აქ დაქსასული ოპოზიცია კი არა, არამედ საქართველოს მოწინაღმდეგე .. დანარჩენი მსოფლიო გლობალური ინტერესებია.
მთელი ცხოვრება დამარცხებულს ხელს ვუწვდიდი და ვეხმარებოდი ფეხზე წამომდგარიყო…. შეგიძლია გადაამოწმოთ… შენგან განსხვავებით ბატონო გენერალო.
როცა წაიქცევით, მე ვიქნები ის ერთ-ერთი, ვინც წიხლის მაგივრად ხელს გამოგიწვდის და ფეხზე წამოდგომაში დაგეხმარება!”- წერს კურტანიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

