tv საზოგადოებრივ”პირველში” მრჩეველთა საბჭო შეიქმნა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით არხის განვითარებაზე იზრუნებს. ამ ინფორმაციას ტელევიზიის დამფუძნებელი ვატო წერეთელი ავრცელებს.
მისივე ცნობით, დირექტორობის კანდიდატად ლევან ჯორბენაძე წარადგინეს, რომელიც “ლელოო”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
TV “პირველი”-ს მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.
მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთვარი გამოწვევაა – ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო.
ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა “TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ.
საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს – ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს. ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ “TV პირველში” ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში.
პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი – ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება.
მჯერა, რომ ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და “TV პირველის” განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია.”- ამბობს ვატო წერეთელი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

