12/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›საზოგადო

მამუკა მდინარაძემ შუამავალი გაუგზავნა ელისო კილაძეს, შევრიგდეთო – ვალერი გელბახიანი

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, მამუკა მდინარაძემ შუამავალი გაუგზავნა ელისო კილაძეს და შესთავაზა, რომ მათ შორის არსებული დაპირისპირება დასრულებულიყო, შერიგებულიყვნენ და აღარ ყოფილიყო თავდასხმები ერთმანეთის მიმართ, რაზეც კილაძემ უარი განაცხადა და სწორედ ამის შემდეგ დააკავეს ის.

ვალერი გელბახიანის თქმითქვე, ეს ინფორმაცია თავად ელისო კილაძემ გააჟღერა სასამართლოზე.

“ელისო კილაძეს აქამდე ასეთი რაღაც არ უთქვამს, მან სასამართლოს განუცხადა, რომ ის არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და დაასახელა ბატონი მდინარაძე, რომელთანაც ელისო კილაძეს ჰქონდა კრიტიკული დამოკიდებულება მედიის მეშვეობით და ჰქონდა ძალიან რთული დამოკიდებულება, შემდეგ [მამუკა მდინარაძემ] შუამავალი გამოუგზავნა, შევრიგდეთ და ერთმანეთს აღარ დავესხათ თავს, არ მიიღო ეს შეთავაზება ელისო კილაძემ, ამის შემდეგ გადაწყდა, რომ მისი იზოლირება მომხდარიყო”- თქვა ვალერი გელბახიანმა 23 სექტემბერს, ტვ “პირველი”-ს ეთერში.