ნაციონალური მოძრაობა 1 ოქტომბერს რიყის დოქებთან შეიკრიბება, მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ისაუბრებს შობადობაზე და ქვეყნის დემოგრაფიაზე. ამის შესახებ პარტიის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ისაუბრა ბრიფინგზე.
„დღეს გადის 5 წელი, რაც დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების შემქმნელი და ეპოქალური ცვლილებების ავტორი, პუტინის ინსტრუქციით ზის ციხეში და ივანიშვილის მარიონეტული რეჟიმის მიერ არის დაჭერილი. დღეს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და შიგნით, ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ის 9 წელი იყო აღმშენებლობის და ახლა არის ნგრევის 14 წელი. ამიტომაც ყველას მოგიწოდებთ, ვისაც გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ცხრა წელი; ინსტიტუციების მშენებლობა, ტურიზმის განვითარება, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართველი ოჯახებისათვის ძლიერი საქართველოს რწმენის დაბრუნება. ვისაც ეს გააზრებული აქვს, ვისაც მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობა დღეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ივანიშვილის რეჟიმთან გააზრებული აქვს, ყველას მოვუწოდებ, 1-ელ ოქტომბერს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ე.წ. რიყის დოქების იმ შენობასთან, რომლებიც ისევე გააპარტახეს და გაანადგურეს, როგორც ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს

