12/11/2026ახალი ამბების ვებ საიტიმთავარი
თბილისი--:--:--
☀--°Cამინდი იტვირთება
₾ ვალუტა
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსიკურსი იტვირთება…
მონაცემები იტვირთება…
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ამინდი
თბილისი · ამინდის პროგნოზი იტვირთება…
მთავარი / MULTIMEDIA.GE
MULTIMEDIA.GE›სამართალი

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს

MULTIMEDIA.GE •
სარეკლამო ბანერი
ტექსტის ზომა:

კახეთში 85 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს, უწყების ცნობით, დანაშაულში ეჭვმიტანილი წარსულშიც ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, ბრალდებულმა ფარულად შეაღწია ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა თანასოფლელ, ხანდაზმულ ქალს, კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის ადგილს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ხანდაზმული ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დანაშაული 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.