ბოლო ამბები
27/09/2026

ადვოკატმა ია კვანტალიანმა თამაზ ელიზბარაშვილის დაცვა შეწყვიტა

ადვოკატმა ია კვანტალიანმა თამაზ ელიზბარაშვილის დაცვაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქმის მასალებში სხვა გარემოებები გამოვლინდა.

“თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას პირდაპირ შევეწირე, ჩემი ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სასწორზე დავდე, რასაც პოლიციური ძალადობა და ტრავმები მოჰყვა.

​ექიმების მიერ დანიშნული ერთთვიანი წოლითი რეჟიმის მიუხედავად, ერთი დღეც არ დავწოლილვარ და უწყვეტად ვაგრძელებდი მის დაცვას. თუმცა, საქმის მასალებმა გამოავლინა ისეთი გარემოებები და პოზიციური აცდენა, რაც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ჩემს პროფესიულ ეთიკასა და პრინციპებს.

​ასეთ პირობებში დაცვის გაგრძელება ჩემს ღირსებას ეწინააღმდეგება, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება ,ვწყვეტ თამაზ ელიზბარაშვილის დაცვას. მას ჰყავს ადვოკატთა გუნდი და უადვოკატოდ არ რჩება!”- წერს ია კვანტალიანი.

სხვა ამბების წაკითხვა