„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ყველაფერს გააკეთებს, რათა ნაციონალურმა მოძრაობამ სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას.
ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებთან ისაუბრა
„ეს ყველაფერი იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია.
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს