ბოლო ამბები
25/06/2026

ხვიჩა იტალიის ჩემპიონია

,,ნაპოლის” ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია ა-ს გამარჯვებულია. ნეაპოლელები იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში ,,უდინეზეს” დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ლუჩანო სპალეტის გაწვრთნილ გუნდს 33 ტურის შემდეგ 80 ქულა აქვს.
,,ნაპოლიმ” იტალიის ჩემპიონის ტიტული 1990 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელია კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც იტალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

სხვა ამბების წაკითხვა