ბოლო ამბები
06/10/2024

ხმაური საქართველოს პარლამენტში (ვიდეო)

გაზიარება

ხმაურია საქართველოს პარლამენტის შენობაში, სადაც არასამთავრობო სექტორისა და ცალკეული მედიასაშუალებების წარმომადგენლები აპროტესტებენ “ხალხის ძალის” კანონპროექტს უცხოური გავლენის აგენტებთან დაკავშირებით. ადგილზე ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს არის რუსული კანონი და ხელისუფლებას არ უნდა მიეცეს ამის მიღების შესაძლებლობა.

ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც. აქციის მონაწილეები ითხოვენ საკომიტეტო ოთახში შეშვებას, სადაც კანონპროექტის მოსმენა იმართება, თუმცა მათ შესვლისა და დასწრების შესაძლებლობა ამ ეტაპზე არ აქვთ.

სხვა ამბების წაკითხვა