“პარლამენტში მიმდინარეობს მუქთახორების და მუქთამჭამელების დესტრუქცია!
ეს არის ხალხი, რომელსაც სამშობლოს ლანძღვაში, მავნებლობაში და დეზერტირობაში უხდიან უცხოურ ფულს, “კიკუს თუმნიანებს”! – ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს “ხალხის ძალის” კანონპროექტის განხილვა უცხო ქვეყნის გავლენის აგენტებთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა.