ბოლო ამბები
01/05/2025

“კნიაჟნა” სალომეა და ამხანაგო ნეოტროცკისტო-ოპოზიციონერებო – მაია ნიკოლეიშვილი

გაზიარება

“სალომე-პრეზიდენტი დიასპორების მიმართ ყოველთვის “კურადღებიანია” (სიტყვით, ყოველ შემთხვევაში).

“მაინტერესებს, ქართული დიასპორა, რომელიც დასავლეთშია, მისთვის პატივსაცემია და ზრუნვის საგანია, ხოლო რუსეთში, თურქეთში, აზიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები მისი “დედოფლურ-პრეზიდენტული” “ზრუნვის” მიღმა რჩებიან?”- ასე ეხმიანება მაია ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

“მათთვის საქართველოსთან პირდაპირი გზის აღდგენა, ანუ ქართველთა სამშობლოსთან იოლი კავშირი სალომე-პრეზიდენტისთვის აღმაშფოთებელ-შემაშფოთებელია?!

ბოლობოლო, იმ NDI-IRI -ს არარსებული რესპონდენტების არ იყოს, ვისი პრეზიდენტია ეს სალომე-პრეზიდენტი?!

“კნიაჟნა” სალომეა და ამხანაგო ნეოტროცკისტო-ოპოზიციონერებო, უკრაინის მოქალაქეებს რომ არ აქვთ რუსეთთან სავიზო რეჟიმი, ამას არ ვიმჩნევთ?! ხო, რა, ეს თქვენს სტილშია, ასინეთებო და შაპოკლიაკებო-“უკუღმა, ასინეთა, უკუღმა”

ვისი პრეზიდენტია ეს სალომე-პრეზიდენტი?”– წერს მაია ნიკოლეიშვილი.

იხილეთ პრეზიდენტის განცხადება, რასაც მაია ნიკოლეიშვილი გამოეხმაურა:

ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი? – სალომე ზურაბიშვილი

სხვა ამბების წაკითხვა