ბოლო ამბები
12/12/2024

საქართველოს რაგბის 20 წლამდელთა ნაკრებმა არგენტინა 20:0 დაამარცხა

გაზიარება

საქართველოს რაგბის 20 წლამდელთა ნაკრებმა არგენტინა 20:0 დაამარცხა.

“პირველად ისტორიაში! ტიერ 1-ის გუნდი 0-ზე დავამარცხეთ”- წერია “ქართული რაგბი”-ს ფეისბუქ გვერდზე.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპტაუნში მიმდინარე მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველი მატჩი მოიგო.

,,ბორჯღალოსნები” არგენტინას დაუპირისპირდნენ და 20:0 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი ქართველებმა 14:0 მოიგეს,

მეორე ნახევარში კი ორი საჯარიმო დარტყმა გამოიყენეს და საბოლოოდ 20:0 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 4 ივლისს იტალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა ამბების წაკითხვა