“არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს ეს ხელისუფლება, წარმოუდგენელია მეოთხე ვადით დარჩეს იგივე პოლიტიკური ძალა, რომელსაც დაკარგული აქვს ხალხის მანდატი”– განაცხადა ეკა ბესელიამ 2 ივლისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “დღის ამბებში” ჩართვისას.
“ეს ხელისუფლება ნდობაზე არ დგას და ნდობის გარეშე არ არსებობს მანდატი. ამიტომ, ის პროტესტი და კრიტიკა, რაც აქვს ხალხს სამართლიანად, უნდა კონსოლიდირდეს ძალიან მნიშვნელოვანი იდეის ირგვლივ – ეს არის საქართველოს გადარჩენა რუსეთის გავლენებისგან”- განაცხადა ეკა ბესელიამ.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს