ბოლო ამბები
17/02/2025

რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა – ირაკლი კობახიძე ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე

გაზიარება

რაც დღეს ვიხილეთ, ეს უბრალოდ ქაჯობაა – ასე შეაფასა ირაკლი კობახიძემ საპროტესტო აქცია ბათუმის პორტში, სადაც სოჭიდან ჩამოსული კრუიზის მგზავრებს პროტესტით დახვდნენ.

„ჩვენ ხშირად ვიხსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ერთადერთია, რომლის დროსაც ქვეყანას ომი არ ჰქონია. ყველა წინა ომის დროს აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, როდესაც პრობლემები ექმნებოდა ჩვენს ქვეყანას, ეს მათ შორის იყო იმ ქაჯობის შედეგი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან ხორციელდებოდა და ყველაფერთან ერთად, ჩვენ ეს წარსულს ჩავაბარეთ. იგივე ადამიანები ოპოზიციის რიგებიდან ცდილობენ, რომ ეს ქაჯობა დააბრუნონ და ქვეყანას პრობლემა შეუქმნან, რასაც არ დავუშვებთ. ჩვენ არ გვჭირდება ქაჯური პოლიტიკა, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული პოლიტიკა – ეს არის ერთადერთი რეცეპტი, რომ საქართველომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ქვეყანას ჰქონდეს განვითარება“, – განაცხადა კობახიძემ. 27 ივლისს, გადაცემაში “იმედი ლაივ”.

სხვა ამბების წაკითხვა