სენატმა საქართველოში ამერიკის ელჩად რობინ დანიგანი უკვე ოფიციალურად დაამტკიცა, რომელიც კელი დეგნანს შეცვლის.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე რობინ დანიგანის შესახებ ვკითხულობთ:
“რობინ დანიგანი არის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში.
2018 წლის ივლისიდან 2021 წლის ივლისამდე იგი მუშაობდა ავსტრიაში აშშ-ის საელჩოს მისიის უფროსის მოადგილედ და მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. საგარეო სამსახურის უფროსი წევრი, მინისტრის მრჩეველის წოდებით, ქალბატონი დანიგანი შეუერთდა სახელმწიფო დეპარტამენტს 1992 წელს.
2014 წლის აგვისტოდან 2017 წლის აგვისტომდე იყო სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული რესურსების ბიუროში მდივნის თანაშემწის მოადგილე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში.
ქალბატონი დანიგანი ასევე მსახურობდა აშშ-ის საელჩოებში ვიეტნამში, ჩილეში, თურქეთში, კუბასა და ელ სალვადორში, ინტენსიურად მუშაობდა ვაჭრობისა და ინვესტიციების, ენერგეტიკისა და სანქციების საკითხებზე.
ქალბატონი დანიგანი არის ეროვნული ომის კოლეჯის წარჩინებული კურსდამთავრებული, სადაც მან მიიღო მეცნიერების მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
მან ასევე მიიღო მეცნიერების მაგისტრი საგარეო სამსახურში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტიდან და მეცნიერების ბაკალავრის წოდება ბიზნესის ადმინისტრირებაში ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტიდან. ქალბატონი დუნიგანი საუბრობს ესპანურად, ასევე საშუალოდ გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენაზე.”- წერია დანიგანის ოფიციალურ დოსიეში.
გიორგი ლაღიძე არის Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს