შელაპარაკება და კამათი მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ხატია ჯანაშიასა და კაფე მზიურის მფლობელ ანა გოგუაძეს შორის. ხატია ჯანაშიამ გააპროტესტა ის, რომ დაწესებულებაში ლგბტ დროშაა და ისინი გარყვნილების პროპაგანდას ეწევიან.
კაფის მფლობელის განცხადებით, ის მხარს უჭერს ლგბ თემს, რადგან არიან დაჩაგრულები და ეს დროშა იქნება მანამ, სანამ ის აქ არის.
საუბარში ჩაერთო ანა გოგუაძესთან მყოფი პირიც, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ ისინი მხარს უჭერენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, რადგან მათ ჩაგრავენ და ფიზიკურად უსწორდებიან.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს