ბოლო ამბები
07/02/2025

თაკო ჩარკვიანმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დაგეგმა

გაზიარება

თაკო ჩარკვიანმა შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია დაგეგმა დღეს, 19:00 საათზე, პარლამენტის წინ.

ამის შესახებ ჩარკვიანი ფეისბუქში წერს:

“მეგობრებო და არამეგობრებო! პოლიტიკოსებო არაპოლიტიკოსებო! მოქალაქეებო!სოლოდარობის შეგრძნება ხომ არ დავკარგეთ?! იქნებ რაიმე ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, რომ კიდევ “უპროჟექტორობა” არ მოიმიზეზონ ამაღამ.

გამოვიდეთ დღეს 19 საათზე რუსთაველზე მთავრობის სახლთან, კანონი და სამართლით დავიცვათ ჩვენივე ღირსება და თავმოყვარეობა, მე ჩემი თანამოაზრეებით იქ ვიქნები, ეს ხომ არ არის პარტიული არჩევნები ბატონებო?!

მოქალაქეობრივი პოზიცია სოლიდარობა გამოვხატოთ! ტალახში კვდება და იხრჩობა ამ კორუფციონერების გამო ჩვენი მომავალი! დღეს რუსთაველზე, განურჩევლად ყველა მკვდრები ხომ არ ვართ?!

მაშ მოვითხოვოთ, მოვთხოვოთ მკაცრად პასუხი ამ კორუფციონერებს!
დღეს, 19 საათზე რუსთაველზე! სოლიდარობა ჩვენს, ტალახში ჩატოვებულ საქართველოს!

არც დღეს ღამე ექნებათ “პროჟექტორები”?! ხალხი იღუპება ხალხნო! დღეს 19 საათზე რუსთაველზე”- წერს თაკო ჩარკვიანი.

სხვა ამბების წაკითხვა