ბოლო ამბები
17/09/2024

დიახ , სწორედ ახლა არის სწორი პოლიტიკის დრო – თაკო ჩარკვიანი

გაზიარება

სრულიად უნიჭო და კეკლუცი ფრაზა “ახლა პოლიტიკის დრო არ არის” და ამ სისულელეს ამბობენ პოლიტიკანები და ექოსავით იმეორებენ”- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში და ეხმიანება იმ ადამიანებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა, როდესაც შოვში ტრაგედიაა, პოლიტიკის დრო არ არის.

“დიახ ,სწორედ ახლა არის სწორი პოლიტიკის დრო, უკვე რომ მოგვეხდინა გუშინვე ზეწოლა ხელისუფლებაზე, ეს ღამეც ასე არ გაივლიდა და რომელიმე ძლიერ ქვეყანას დახმარებას სთხოვდა ხელისუფლება და ეს გუშინვე უნდა მომხდარიყო, გუშინვე უნდა მოგვეხდინა ზეწოლა ქუჩიდან ამ უსუსური კორუფციონერებზე, თითო კაცის და მაშველების გმირობაზე რომ დატოვეს ქვეყანა.

ჩვენ მკაცრად უნდა მოგვეთხოვა ხელისუფლებისთვის გუშინ, გუშინ!! როცა კორუფციული პოლიტიკით შვილებს გიხოცავენ, სადაც უნდათ კორუფციული გარიგებით სახლებს აშენებენ ეს არის შედეგი….

სწორედ პოლიტიკის – სწორი პოლიტიკის დროა ახლა! და სწორი პოლიტიკა კი ხალხის მიერ დროული მკაცრი მოთხოვნებია. თუ არ ესმით შენობაში, ქუჩიდან უნდა უთხრა, ხელისუფლებას პასუხი უნდა მოსთხოვო დროულად, ეს არის სწორი პოლიტიკა . მორჩით აქ კეკლუცს ზოგიერთი , ისევ უკუნი -მძიმე ღამე, საათები გავიდა!

ეჰ, აქ ჩემს ფბ კედელზე მელიას და ღარიბაშვილის ( ერთი მესიჯ-ბოქსით) ტროლ-ბოტებით რომ ჩემი დაძვრა ადგილიდან ვინმეს შეეძლოს ” ნეტარ არიან “, მათი “დუეტი” ,

ეს ჩემთვის კიდევ ერთხელ ლუსტრაციაა სხვა არაფერი, მაგათმა ტროლებმა იტლიკინონ და ჩვენ საქმეს მივხედოთ.

დიახ ,ყოველი წუთი და საათი მნიშვნელოვანი იყო, დიახ სამწუხაროდ იყო და არის…… სამწუხაროა – დიდი უბედურებაა…….ტრაგედია და კიდევ,
სწორი პოლიტიკის არქონა!

დიახ, ახლაა სწორედ სწორი და პატიოსანი პოლიტიკის დრო, თორემ ასე დაუსრულებლად გაგრძელდება ტალახში ჩვენი სიკვდილი”- წერს თაკო ჩარკვიანი.

ასევე იხილეთ: 

თაკო ჩარკვიანის დაანონსებული აქცია პარლამენტთან

სხვა ამბების წაკითხვა