ბოლო ამბები
12/12/2024

მარტო ჩემი კი არა, ვინც კი დაკარგულია, ყველა უნდა ვიპოვნოთ – მამა, რომელიც ცოლს და ორ შვილს ეძებს (ვიდეო)

გაზიარება

“მარტო ჩემი კი არა, ვინც კი დაკარგულია, ყველა უნდა ვიპოვნოთ”– ეს იმ ახალგაზრდა მამის სიტყვებია, რომლის ფოტომაც მთელი ქვეყანა შეძრა, როდესაც დაკარგული შვილის თოჯინით დადიოდა სტიქიის ზონაში.

მან ერთი შვილი გარდაცვლილი იპოვა, ახლა ეძებს ცოლს და კიდევ ორ მცირეწლოვან შვილს.

“ყველაფერს აკეთებენ, ბოლომდე იბრძვიან და მემგონი, ყველას ვნახავთ. მარტო ჩემი კი არა, ვინც დაკარგულია, ყველა უნდა ვნახოთ რა”– უთხრა ახალგაზრდა მამაკაცმა სტიქიის ზონაში ჩასულ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელმაც პირობა დადო, რომ ყვეელა დაკარგულს აუცილებლად იპოვნიან.

სხვა ამბების წაკითხვა