“კობახიძის დღევანდელი განცხადებით, ის გადარჩენილებს გლოვობს იმიტომ, რომ ეს გადარჩენილები არიან მათი დანაშაულების ცოცხალი მოწმეები”– განაცხადა გია ხუხაშვილმა დღეს, “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას, როდესაც შეაფასა ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით.
“კობახიძე გადარჩენილებზეა გაბრაზებული და რატომ გადარჩითო ეუბნება და თუ გადარჩნენ, ახლა ეუბნება რომ “თქვენ ცრუობთ”.
ადამიანს, რომელმაც თავისი დისსშვილი ზურგით ატარა საათების განმავლობაში, თურმე ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა და ესენი ყოფილან მატყუარები, ალბათ ხვალ იტყვიან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები არიანო. კობახიძე არის პოლიტიკური სოციოპათი, რომელსაც შეუძლია სიტყვით მოკლას ადამიანი. ადამიანს იმხელა შეურაცხყოფა მიაყენა, ფაქტობრივად უთხრა, რატომ ხარ ცოცხალიო”- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ამ თემაზე:
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს