ბოლო ამბები
15/10/2024

მე შევხვდი დავით ჯელაძეს და ის არის გულიანი ვაჟკაცი, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული – ირაკლი კობახიძე

გაზიარება

“მე მქონდა სატელეფონო საუბრაი დავით ჯელაძესთან, ასევე შევხდი. ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, დათო არის გულიანი ვაჟკაცი, რაჭველი კაცი. მან დეტალურად გაიხსენა ის ისტორია, რომელიც მას გადახდა და წარმოუდგენელი, საოცარი ისტორიაა. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი დისშვილი გაეყვანა მაქსიმალურად უსაფრთხო ტერიტორიაზე და თავის თავს აჯობა, ისეთი გზა აქვს გამოვლილი, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული და ეს აუცილებლად მინდა გითხრათ. სინანული მინდა გამოვხატო იმის გამო, რომ დათო ჯელაძეს გული ვატკინე, რაც არის დასანანი, თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვქონდა შეხვედრა, საუბარი, მანაც განმარტა მისი ისტორია, მეც განმვარტე ყველაფერი. მთავარია, რომ ის ძალიან მძიმე ვიტარებიდან გამოვიდა, გადარჩა ის, გადარჩა მისი დისშვილი და ოჯახი.”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, ირაკლი კობახიძის მიერ, დავით ჯელაძეზე გაკეთებულმა კომენტარმა საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, მათ შორის იყო დავით ჯელაძეც.

ამ თემაზე:

ვაიმე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი!! – დავით ჯელაძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს

სხვა ამბების წაკითხვა