ბოლო ამბები
19/09/2024

პატიებას ვითხოვთ, თუ ვინმეს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ – მიხეილ სარჯველაძე შოვის სტიქიის შედეგად გადარჩენილებზე

გაზიარება

“ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება. პატიებას ვითხოვთ, თუ ასე გამოვიდა და ობიექტურად ვინმეს გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ვინმეს ღვაწლი დავაკნინეთ.”- განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა, დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ შოვის სტიქიის შემდეგ გადარჩენილებზე საუბრისას.

“მე ერთი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება მიზნად არ მქონია. ბატონმა ჯელაძემ მართლა არნახული სიმამაცე გამოიჩინა, როდესაც მოიკიდა თავისი დისშვილი და გადაიყვანა ერთი მხრიდან მეორეზე.

არც სტიქიის პირველ, არც მეორე დღეს და არც არასდროს არავის ჰქონია სურვილი, რომ ვინმეს ღვაწლი, გმირობა რაღაცნაირად დაეკნინებინა. ირაკლი კობახიძემ ეს თქვა და ყოველგვარი სპეკულაციისთვის მიზეზი მოსპო,“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამ თემაზე:

მე შევხვდი დავით ჯელაძეს და ის არის გულიანი ვაჟკაცი, წარმოუდგენელი რაღაც აქვს გაკეთებული – ირაკლი კობახიძე

 

სხვა ამბების წაკითხვა