ბოლო ამბები
12/10/2024

“ნიკორა ტრეიდი” მომხმარებლების მოწამვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გაზიარება

“ნიკორა ტრეიდი” განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს, რომ მათ საწარმოში დამზადებული “კიევური კოტლეტით” ნამდვილად მოიწამლნენ მომხმარებლები.

კომპანიის განცხადებით, ისინი ფარშად იყენებენ ქათმის ფილე “გრაკო”-ს პროდუქციას, რომელსაც სადისტრიბუციო კომპანია “ჯეო დისტრიბუცია” აწვდის.

“ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენი მხრიდან მყისიერად მოხდა სააგენტოს ყველა მითითების შესრულება, მათთან აქტიური თანამშრომლობით გამოვავლინეთ სად იყო მიზეზი და მივაკვლიეთ ქათმის ფილე “გრაკოს”, რომელიც გამოიყენებოდა კოტლეტის წარმოებაში, ხოლო ამ უკანასკნელით გვამარაგებდა კომპანია “ჯეო დისტრიბუცია”.

რათქმაუნდა ვაცნობეთ აღნიშნულ კომპანიას მომხდარის შესახებ და უმალვე მოვხსენით ის კონკრეტული პარტია მოხმარებიდან.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მზა კვების საწარმოს მცირე ზომიდან გამომდინარე, ამ პროდუქტით მომარაგება სულ რამოდენიმე ფილიალში ხდებოდა და საბედნიეროდ მასშტაბი პრობლემის განვრცობის ძალიან მცირეა. ვწუხვართ აღნიშნული ფაქტის გამო და

ამ ეტაპზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ სააგენტოსთან ყველა მათი რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულებულის მიზნით.“- ნათქვამია “ნიკორა ტრაიდი”-ს განცხადებაში.

ამ თემაზე:

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სხვა ამბების წაკითხვა