ბოლო ამბები
15/03/2025

ესეიგი მის მმართველებს ემიჯნები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კეზერაშვილმა საბოლოოდ თქვა უარი “მთავარი არხი”-ს დაფინანსებაზე – ელისო კილაძე გაბუნიას

გაზიარება

“რა ხაბე და მელია,რის ვაი და ვუი,რეალურად ენმ-ს მართავს მერაბიშვილი და კეზერაშვილი.

თუ ამბობ, რომ ხაბეს ხალხი დასცინის, ესეიგი მის მმართველებს ემიჯნები.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ კეზერაშვილმა საბოლოოდ თქვა უარი “მთავარი არხი”-ს დაფინანსებაზე.”- ასე ეხმიანება ელისო კილაძე “მთავარი არხი”-ს გენერალურ დირექტორ გიორგი გაბუნიას, რომელმაც გადაცემაში “შენი შუადღე” კრიტიკული განცხადებები გააკეთა ნაც.მოძრაობაზე.

“არადა, იყო დრო, მშვენივრად აუსრულეს კაპრიზი და მომხსნეს ეთერიდან. თავისუფლების ოვაციები მესმის და როცა ენმ-ს დავალებებს ასრულებდნენ ჟურნალისტები, პროტესტი ჰქონდათ?!”– წერს ელისო კილაძე.

ამ თემაზე:

“ნაცების ტელევიზიის” იარლიყი ტყუილად არ გვქონდა, მაგრამ დღეს, დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ აღარ ვართ “ნაცების ტელევიზია” – გიორგი გაბუნია

პირდაპირ ვამბობ, არ შემხვედრია არცერთი ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს, მას არასერიოზულად აღიქვამენ და დასცინიან – გიორგი გაბუნია

სხვა ამბების წაკითხვა