ბოლო ამბები
01/12/2024

არასდროს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, მაგრამ თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები – ჯოზეფ ბორელი

გაზიარება

“არასდროს არ თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს, ასეთი რამ არასდროს არ იქნება მიღებული ჩემ მიერ”– განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

“ეს პოზიცია ჩემთვის მიუღებელია. ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია და არც მიატოვებს. ამავდროულად, უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი დაფუძნებულია დამსახურებაზე. თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე, მე ნუ მეუბნებით. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. 

ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ ვალდებულების შესრულებაში, აი, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა”– განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

შენიშვნა: ტექსტი გაშიფრულია ქართული სინქრონული თარგმანის მიხედვით, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება თარჯიმანს.

სხვა ამბების წაკითხვა